www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების გუნდის ლიდერი
მომწოდებელი: თუდუ
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

იცოდი ჩვენ შესახებ?!

შპს "თუდუ" თბილისის მასშტაბით მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღოს ამხანაგობისთვის საჭირო სხვადასხვა სერვისი, როგორებიცაა დასუფთავება თუ დომოფონის სისტემები. ჩვენ ვთავაზობთ ამხანაგობას შეარჩიოს მასზე მორგებული პირობები და პასუხისმგებლობას ვიღებთ მომსახურების ხარისხზე. "თუდუ"-ს მრავალწლიანი გამოცდილების გუნდი ეხმარება ამხანაგობას , ნაკლები დანახარჯებით, საკუთარი საცხოვრებელი გარემო გახადოს მეტად კომფორტული.

გვინდა, გავიგოთ შენზე რომ:

ხარ პროაქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული, თვითორგანიზებული, გაქვს მართვის უნარ-ჩვევები, შეგიძლია ადამიანების შენი იდეის ირგვლივ გაერთიანება, შეგიძლია გაყიდო თანამედროვე იდეა და პოულობ ყველასთან საერთო ენას. ჩვენ გეძებთ შენ გაყიდვების გუნდის ლიდერის პოზიციაზე.

სამუშო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: 1200 ლარი და საბონუსე სისტემა

აუცილებელია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

შენი, როგორც "თუდუ"-ს გუნდის წევრის საქმიანობა გულისხმობს:

სატელეფონო და პირდაპირი გაყიდვების მართვას:

** გაქვს მაღალი სტანდარტის სატელეფონო/პირდაპირი კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებელთან, ჩვენი სერვისების საჭიროების გამოსავლენად და შესაბამისად მათ გასაყიდად;
** აქტიურად იყენებ გაყიდვების ტექნიკებს, შენი და შენი გუნდის ეფექტურობის გასაზრდელად;
** სატელეფონო/პირდაპირი საუბრისას ავლენ დაბრკოლებებს და იღებ გაყიდვების პროცესის მართვისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს;
** მართავ როგორც პროაქტიურ, ასევე რეაქტიურ გაყიდვების პროცესებს.
** მომხმარებლის მოზიდვა-მოძიების მიზნით აორგანიზებ მომხმარებელთან შეხვედრას. მიდიხარ მასთან ადგილზე და აცნობ გასაყიდი მომსახურების ყველა მახასიათებელს და უპირატესობას.

გუნდის და პროცესების მართვას:

** მართავ გუნდს ეფექტურად, რომ მიაღწიო დასახულ მიზნებსა და ამოცანებს;
** გეგმავ საკუთარი გუნდის წევრების სამუშაო გრაფიკებს და აორგანიზებ მათ გადაადგილებას;
** ახორციელებ თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგს და გაწეული სერვისის ხარისხს;
** მართავ სამსახურის ელექტრონულ ფოსტას;
** ახდენ მყისიერ რეაგირებას წამოჭრილ დაბრკოლებებზე;
** აკოტროლებ სერვისისთვის მიწოდებისთვის საჭირო ინვენტარის მარაგებს, ახორციელებს შეკვეთის მომზადებას და მიღებული ინვენტარის პრიორიტეტის მიხედვით გადანაწილებას

ბევრს არ ვითხოვთ. მთავარია გქონდეს:

** გამოცდილება სატელეფონო ან/და გარე გაყიდვებში
** გუნდის მართვის გამოცდილება
** ეფექტური მოლაპარაკებების მართვის გამოცდილება

თუ შენ ამ ტექსტის კითხვისას საკუთარი თავი ამოიცანი. ასევე, გაგიჩნდა განცდა, რომ ეს ის საქმეა, რაც აქამდეც გიკეთებია და კიდევ უფრო მეტის კეთების საშუალებას გაძლევს, მაშინ, გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე: 2dojobs@gmail.com

CV-ს გამოგზავნისას გთხოვ, რომ სათაურის (Subject) ველში გადაიტანო ეს - "გაყიდვების ჯგუფის ლიდერი" დასახელება.

აქვე გაყენებ საქმის კურსში, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.

"თუდუ"-ს გუნდი გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |