www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საიტის მენეჯერი/მშენებლობის უფროსი
მომწოდებელი: ჯეუ გრუპი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

"ჯეუ გრუპი" - უმსხვილესი საგზაო-სამშენებლო კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან - აცხადებს ვაკანსიას საიტის (ობიექტის) მენეჯერის/მშენებლობის უფროსის თანამდებობაზე

ფუნქცია/მოვალეობები:

** სამუშაოების განხორციელება დადგენილი სტანდარტების და უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
** პროექტის დაგეგმვის და ბიუჯეტირების პროცესებში მონაწილეობა;
** შეთანხმებული გეგმის მიხედვით სამშენებლო უბანზე - სამუშაოების განხორციელება: სამუშაო ჯგუფების მუშაობის განრიგების შედგენა, შესრულების ვადების და ხარისხის შესაბამისად შედეგების ანალიზი;
** სამუშაოების მიმდინარეობაზე უშუალო დაკვირვება, გეგმასთან და პროექტთან შესაბამისობის შეფასება, გადახრებზე მყისიერი რეაგირება;
** ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოების შეჯამება და მომდევნო დღის აქტივობების დაგეგმვა ობიექტზე მომუშავე პირებთან ერთად;
** პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის ყველა საჭირო რესურსის დროული მოთხოვნა შესაბამისი ფორმით - (საჭირო ტექნიკის, სამშენებლო მასალის და აშ.)
** პროცედურებით განსაზღვრული ყოველდღიური რეპორტების წარმოება;
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება, მისი აღმოფხვრის წინადადებების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
** სამშენებლო მასალების და ყველა სხვა რესურსების რაციონალურად და მიზანმიმართულად ხარჯვის უზრუნველყოფა;
** სამშენებლო ობიექტზე მომუშავე თანამშრომლებისაგან სამუშაო დისციპლინის შინაგანაწესის დაცვის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება საინჟინრო/სამშენებლო განხრით;
** მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე არანაკლებ 3 წელი;
** Excel -ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზების, დაგეგმარებისა და მონიტორინგის უნარი.

კანდიდატი უნდა იყოს covid-19- ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებული!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@jeugroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |