www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი კოსმეტიკა
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

მაღაზიათა ქსელი "კოსმეტიკა" აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტების ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: "სითი მოლი საბურთალო" (ქავთარაძის #1)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 16:00-მდე ან/და 16:00-დან 22:00 სთ-მდე
ანაზღაურება: (ბონუსების სისტემა) საშუალოდ - 600 ლარი

მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** პროდუქციის დახლებზე განთავსება მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მომხმარებლისათვის განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: davitmachavariani@hotmail.com.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |