www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მონიტორინგის თანამშრომლის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით შერჩევითი ან სრული ინვენტარიზაცია;
** ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების გადამოწმება;
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში დაფიქსირება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook);
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** საქმის და დროის განაწილების კარგი უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მონიტორინგის თანამშრომელი"

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |