www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯეომილი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

წისქვილკომბინატი შპს "ჯეომილ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
** ხელშეკრულებების კონტროლი და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება;
** პირველადი დოკუმენტების მიღება, გადამოწმება, ანგარიშსწორების უზრუნველყოფა და აღრიცხვა;
** მიღება-ჩაბარების აქტების და შედარებების წარმოება კრედიტორებთან;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვა;
** შესყიდვების აღრიცხვა და მარაგების კონტროლი;
** ხელშეკრულებების მიხედვით მიმდინარე დავალიანებების დროული დაფარვის კონტროლი;
** დამატებითი დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
** ბუღალტრული პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა, აპექსი ჩაითვლება უპირატესად;
** RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესად ჩაითვლება წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-დან 18:00-საათმდე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@geomill.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |