www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის მონიტორინგის სპეციალისტის
მომწოდებელი: ჯი ენ ელ
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

შპს "ჯი ენ ელ" სავაჭრო ნიშნით LOTTO.GE აცხადებს ვაკანსიას ქსელის მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

განაკვეთი: სრული

მოვალეობები:

** გამოყოფილ ტერიტორიაზე სავაჭრო ქსელის მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციის და სარეკლამო მასალების განახლება/დალაგება;
** გამოყოფილ ტერიტორიაზე ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფა;
** მოლარე ოპერატორებისთვის კომპანიის პროდუქტების ზედმიწევნით გაცნობა;
** ობიექტებზე არსებული პროდუქციის ნაშთების გადამოწმება, კონტროლი და მერჩენდაიზინგი.
** გუნდური და ინდივიდუალური გაყიდვების გეგმების შესრულება;
** სავაჭრო ობიექტებიდან ინფორმაციის დროული მიწოდება და მიღებული დავალებების შესრულება;
** მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ ქსელში დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულობა და დახმარების გაწევა;
** კლიენტებთან გრძელვადიანი და მომგებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@lotto.ge წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯი ენ ელ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
საქართველოს ეროვნული ლატარია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://lotto.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |