www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რუმ სერვისის მიმტანი
მომწოდებელი: ჰოლიდი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

სასტუმრო "ჰოლიდი ინნ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას რუმ სერვისის მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის შეკვეთების მიღება და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** დროულად ალაგების და ურიკების გატანის უზრუნველყოფა;
** მენიუში შემავალი სასმელებისა და საკვების შემადგენლობების ზედმიწევნით ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის გაწევა.
** სამუშაო ადგილას სისუფთავის შენარჩუნება.
** სამზარეულოს, შეკვეთის მიმღებსა და სერვისის გუნდის წევრებს შორის სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** სტუმრის კომენტარების გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე გამართული საუბარი; ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ა/წ 9 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Career@hi-tbilisi.com
სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |