www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე და 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.

საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge | https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #24
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე; 09:00-19:00; 11:00-21:00;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში; სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება;
** სასურველია, რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მომხმარებელზე ორიენტირებული;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** რთული სიტუაციების მართვის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლიანი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ცენტრში ზარების მიღება, რეგისტრირება;
** კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მომხმარებელთა ზარების დროულად მიღება და პასუხი;
** მომხმარებლისთვის ზრდილობიანი, კეთილგანწყობილი და კომპეტენტური პასუხების გაცემა;
** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული გზების, დროის შეთავაზება;
** მომხმარებლის ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელთან ავტომატური კომუნიკაცია პრობლემური შეკვეთების არსებობის შემთხვევაში.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** სტანდარტულ საკომპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@mrmaster.ge და სათაურის ველში (Subject Title) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ქოლცენტრის ოპერატორი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "მისტერ მასტერის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 12 თვის ვადით.

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |