www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

ფუნქციები:

** მაღაზიებსა და კომპანიაში არსებულ ობიექტებზე შიდა ქსელის დაგეგმარება;
** ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია/ ინსტალაცია (Mikrotik Routers, HPDELL Switches, Ruckus Access Points, IP phones);
** სამეთვალყურეო სისტემების კონფიგურაცია, ჩანაწერების ამოღება, რეპორტინგი და აპარატურის მონიტორინგი (IVMS4200);
** ქსელური პრინტერების გამორთვა, კონფიგურაცია და მონიტორინგი;
** ელ-ფოსტის მომხმარებელთა მონიტორინგი, ბაზის არქივაცია და მომხმარებლების გაწერა საჭირო მოწყობილობებზე;
** Active Directory-ში მომხმარებლის დამატებაწაშლა, სხვადასხვა ჯგუფების შექმნა და მომხმარებლის დამატება;
** IT საწყობის მართვა, მიღებული პროდუქციის აღრიცხვა-განაწილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინფრასტრუქტურასთან მუშაობის გამოცდილება;
** OS ოპერაციული სისტემების: Windows 7, Windows 8.1 Windows 10, Windows Server ცოდნა;
** ასლების შემქმნელ სისტემებთან (Veeam, Acronis, EaseUS) მუშაობის გამოცდილება;
** CMD, FTP, DNS, DHCP, RDP, MSRA საფუძვლიანი ცოდნა;
** ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და დაგეგმვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოხერხებულობა და სისხარტე;
** გუნდურად მუშობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ოქტომბერი, 2021 წელი

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |