www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსის დამხმარე
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის დამხმარეს პოზიციაზე ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის სისტემის დანადგარების მუშაობის დიაგნოსტირებასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
** სამონტაჟო/სარემონტო სამუშაოების დროს ტექნიკოსის დახმარება;
** სამუშაო პროცედურების, ტექნიკის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |