www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: AML სპეციალისტი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 სექტემბერი

სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას AML სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების სპეციალური ფორმით წარდგენა და ინფორმაციის სისტემატიზაცია;
** ბანკის ხელთ არსებულ სიებში კლიენტების გადამოწმება (screening);
** კლიენტის იდენტიფიკაციასთან და ვერიფიკაციასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა;
** კლიენტების რისკის შეფასება, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** კლიენტების ოპერაციების მონიტორინგი, ანალიზი, საეჭვო/უჩვეულო ტრანზაქციის გამოვლენა;
** ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონით და ბანკის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური/იურიდიული მიმართულებით;
** საფინანსო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2021 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |