www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგიონული ტერიტორიის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: აი დი ეს ბორჯომი თბილისი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

შპს "აი დი ეს ბორჯომი თბილისი", სადისტრიბუციო კომპანია, აცხადებს რეგიონული ტერიტორიის განვითარების მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქ. თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, სხვა სტანდარტული ბენეფიტები

ძირითადი მოვალეობები:

** მისი პასუხისმგებლობის არეალში მოქცეული ბაზრის ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში მოლაპარაკებების წარმართვა;
** დისტრიბუტორის, პრესელინგის სამსახურის მუშაობის მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** დისტრიბუტორის დებიტორული დავალიანების კონტროლი სავაჭრო წერტილებთან;
** სავაჭრო ქსელის გაფართოებისა და განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
** ახალი მომხმარებლებს მოძიება;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეულ მითითებების შესრულება;
** მის ტერიტორიაზე არსებული დისტრიბუტორის ეფექტურ მუშაობაზე მონიტორინგი.

ზოგადი მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მოწმობა;
** MS Windows-ის სტანდარტული პაკეტის ფლობა;
** მენეჯერული უნარები;
** კომუნიკაბელობა;
** გამართული მეტყველება;
** აკურატულობა;
** ანალიზისა და გამოთვლების წარმოების კარგი უნარი;
** ქართული, რუსული, ინგლისური (სასურველია).

გამოცდილება:

** გაყიდვების/დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება მენეჯმენტის ან ეკონომიკურ სფეროში.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე tbs.work@ids-borjomi.com, სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "რეგიონული ტერიტორიის განვითარების მენეჯერი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 06.10.2021

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებებს.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |