www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: betlive.club
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"betlive.club" არის საქართველოში ყველაზე ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სათამაშო სივრცეების ქსელი, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ კონცეფციას, მომსახურებასა და მრავალფეროვან სათამაშო სივრცეებს.

პოზიციის დასახელება: მონიტორინგის სპეციალისტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სპეციფიკური სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლაში მუშაობას

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ობიექტების ვიდეო-კამერების მონიტორინგი;
** მომხდარი დარღვევების იდენტიფიცირება;
** გამოვლენილი დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება;
** დაცვის თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი;
** მატერიალური ფასეულობების დაკარგვის, ან დაზიანების აღკვეთის მიზნით მოახდინოს მუდმივი დაკვირვება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების ზედმიწევნით დაცვა.

საჭირო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 750 ლარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@betlive.club
და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |