www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: კურაციო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კლინიკა "კურაციო" აცხადებს ვაკანსიას შემავალი ზარებზე მომუშავე ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო პირობები ყველანაირად დაცულია საქართველოს მთავრობის რეგულაციების შესაბამისად.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სახლიდან დისტანციურად ოფისში სწავლების შემდეგ.
განაკვეთი: სრული განაკვეთი, სამუშაო დღეები- ორშაბათი-პარასკევი 9:30-18:30, შაბათი 10:00-16:00, დასვენების დღე - კვირა;
ანაზღაურება: 400 ლარი თვეში, ბონუსი სამოტივაციო სისტემის მიხედვით.

მოთხოვნები:

** არასრული უმაღლესი განათლება - სტუდენტი, სასურველია სრული უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული სასაუბრო ენების ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
** უპირატესობა ენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.

მოვალეობები:

** პასუხი შემოსულ ზარებზე კლინიკის წესებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** პროგრამულად დაზღვეული პაციენტის სადაზღვევო ბაზაში იდენტიფიცირება და პოლისის ვალიდურობის შემოწმება;
** კლიენტებისათვის ვიზიტის დაგეგმვა მისთვის სასურველ დროს პირად ექიმთან/სპეციალისტთან;
** კლიენტის ჩაწერის საათების დარეგულირება ექიმებისა და სპეციალისტების სამუშაო საათების ბადეში ფანჯრების აცილების მიზნით;
** ელ-ფოსტის მეშვეობით პაციენტის მიერ დატოვებული ინფორმაციის გადაცემა მისი პირადი ექიმისთვის;
** სპეციალისტის სამუშაოზე არ გამოცხადების შემთხვევაში, მასთან ჩაწერილ კლიენტთან ოპერატიულად დაკავშირება და ვიზიტის გადავადება/ან შემცვლელი სპეციალისტის მომსახურების შეთავაზება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@curatio.ge 2021 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში"Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ქოლცენტრის ოპერატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანია მზადაა განიხილოს თქვენი კანდიდატურა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |