www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ფინანსების დეპარტამენტში
მომწოდებელი: Borusan CAT
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

"ბორუსან კატ" საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს სტაჟირების პროგრამას: "Gen Z - ბორუსან კატში".

ჩვენი კომპანიის შესახებ: http://www.borusancat.ge - ვყიდით და გაყიდვის შემდგომ მომსახურეობას ვუწევთ "კატერპილარის" ტექნიკას

გსურთ უფრო მეტი გაიგოთ ჩვენს შესახებ?

ამის შესაძლებლობას გაძლევთ ჩვენი სტაჟირების პროგრამა
მოკლედ! ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ მომავალში დასაქმდნენ ფინანსების კუთხით, ვთავაზობთ სტაჟირების პროგრამას ჩვენი კომპანიის ბუღალტერიის დეპარტამენტში.

სტაჟიორის მოვალეობაში შედის:

** დებიტორული დავალიანებების შედარება და კონტროლი
** დავალიანებების მონიტორინგი 1C სისტემაში
** კომპანიის მომხმარებლებთან ზარების განხორციელება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით (განიხილებიან მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებიც);
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა; (Excel-ის ცოდნა აუცილებელია)
** გთავაზობთ გაიაროთ ანაზღაურებადი 6 თვიანი სტაჟირება ჩვენს კომპანიაში.

შესაძლებლობა გექნებათ:

** ახლოდან გაეცნოთ ჩვენი კომპანიის საქმიანობას
** იმუშაოთ ჩვენი კომპანიის გამოცდილ გუნდის წევრებთან ერთად
** გაეცნოთ ჩვენს შიდა სამუშაო პროცესებს

კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სტაჟირებას, ეძლევათ შესაძლებლობა მოხვდნენ ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზაში. კომპანიაში ვაკანსიის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც სტაჟირება ჩვენთან ექნებათ გავლილი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancybmgcat@borusan.com

კომპანია უზრუნველყოფს სტაჟიორების ტრანსპორტირებასა და ლანჩს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |