www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის ადმინისტრატორი - დღის ცვლა
მომწოდებელი: Redsource
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

კომპანია "RedSource" აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა, დღეგამოშვებით 10:00-18:00
ანაზღაურება: 800 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლების რეგისტრირება კომპანიის ბაზაში;
** კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული შეკვეთების უზრუნველყოფა;
** მიღებებისა და შეხვედრების, კონფერენციების და ტრენინგების ორგანიზება;
** კომპანიის მენეჯმენტთან ერთად განვითარების გეგმის შესაბამისად ოფისის ლოჯისტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა კომპანიებთან კომუნიკაცია, პრობლემური საკითხების მოგვარება;
** კომპანიაში არსებული დღესასწაულების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად მოვალეობებს შესაძლებელია დაემატოს სხვა დამატებითი მოვალეობები ოფისის ადმინისტრირების მიმართულებით.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კრეატიულობა
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrcentervacancies@gmail.com. მნიშვნელოვანი: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |