www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: UX/UI დიზაინერი
მომწოდებელი: დევნილთა, შრომის, ჯანმრთ. და სოც. დაცვის სამინისტრო
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს UX/UI-დიზაინერის (ვებ-დიზაინერი) პოზიციაზე.

ვაკანსია - UX/UI-დიზაინერი (ვებ-დიზაინერი) (შრომითი ხელშეკრულება)
2021 წლის 15 აგვისტოდან ფუნქციონირება დაიწყო საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტომ.

სააგენტოს ძირითადი მიზნებია:

** სამინისტროს სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა;
** სამინისტროს სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო საინფორმაციო სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვა;
** სამინისტროს სისტემის საჭირო ინტეგრირებული სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
** სამინისტროს სისტემის კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** სამინისტროსა სისტემის ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** სამინისტროს სისტემის სერვისების მართვის ინტეგრირებული ინფორმაციული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება;
** სამინისტროსა სისტემისა ინფორმაციული სისტემების ქვეყნის ელექტრონული მმართველობის სისტემებში ინტეგრაცია.

ფუნქციები:

** ვებ საიტების და მობილური აპლიკაციების დიზაინის შემუშავება;
** UI მოქაფების და პროტოტიპების შექმნა, რომელიც კარგად ასახავს საიტის ფუნქციონალს და იერსახეს;
** UX პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** არსებული პროდუქტების დიზაინის განვითარებაზე მუშაობა;
** პროექტის პროტოტიპირება და მის ტესტირებაში მონაწილეობის მიღება;
** დიზაინერული იდეების ილუსტრირება სცენარების და პროცესების გამოყენებით;
** ტექნიკურ პერსონალთან კომუნიკაცია.

პროფესიული უნარები:

** უმაღლესი განათლება დიზაინის მიმართულებით
** გრაფიკული დიზაინის საფუძვლების ცოდნა;
** UI/UX დიზაინ პორტფოლიო;
** გრაფიკულ პროგრამებში Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe XD ან სხვა ნებისმიერ დიზაინერულ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენა: ინგლისური B 1 დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპი - განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
** მესამე ეტაპი - შესასრულებელი დავალების შეფასება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 16.10.2021

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ita.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: UX/UI-დიზაინერი (ვებ-დიზაინერი).

შრომის ანაზღაურება - შეთანხმებით;
სამუშო გრაფიკი - სრული ან ნახევარი განაკვეთი.

გისურვებთ წარმატებას!

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო იტოვებს უფლებას, დაამუშავოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |