www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების ბროკერი
მომწოდებელი: ნიქსი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

კომპანია "ნიქსი" აცხადებს ვაკანსიებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მომსახურების სფეროში. "ნიქსი" ბაზარზე გამოჩნდა 2021წლის 22 აპრილს, რომელიც დაფუძნებულია იმ მიზნით, რომ ახალი სტანდარტების სამუშაო სისტემა დააფუძნოს.

ჩვენ ვეძებთ მიზანმიმართულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ მუდმივად განვითარება და ახალი ცოდნის მიღება. დასაქმებას მიიღებთ 7 დღიანი სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ბროკერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კლიენტებთან გასაუბრება და მოლაპარაკებების წარმოება;
** უძრავი ქონების ობიექტის მონაცემთა ბაზაში შეტანა და გავრცელება;
** კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება;
** ჩვენებების დაგეგმვა, ხელშეკრულებების გაფორმება და ჩვენებების განხორციელება;
** მყიდველსა და გამყიდველს შორის აქტიური მოლაპარაკებების განხორციელება;

მოთხოვნები:

** აუცილებელია, საკუთარი ლეპტოპის ქონა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** დრესკოდი.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** აქტიური/ენერგიული;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მეგობრული/გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 19:00-მდე შაბათს 11:00-დან 15:00-მდე;
** კვირა სრული დასვენების დღე.
** ანაზღაურება გამომუშავებით (მინიმუმ 1500 ლარი).
** 1 კვირიანი ანაზღაურებადი სტაჟირება.
** ჩვენთან დაგხვდებათ საუკეთესო, კომფორტული და მეგობრული გარემო.
** უფასო ტრენინგები.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე companynix2021@gmail.com და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |