www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სამორინე შანგრილა
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

სამორინე "შანგრი ლა" (შპს ქართული კაპიტალ ჯგუფი") აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათი, როგორც დღის ასევე ღამის ცვლებში - 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების.

მოთხოვნები:

** მზარეულად მუშაობის მინიმუმ 2 წელიანი გამოცდილება;
** ევროპულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების ცოდნა/დაცვა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება;
** საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** კერძების მომზადება კალკულაციების დაცვით;
** სანიტრული ნორმების შესაბამისად, სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hrtbilisivacancy@shangrila.ge. სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზებები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |