www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კოფისტა
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

კაფეების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე ცენტრალური საწარმოსთვის.

კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმოდგენილია 10 ობიექტით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.facebook.com/coffeestaGeo/

მისამართი: ქ. თბილისი, ვარკეთილი, ჰუალინგი პლაზა, სავაჭრო ცენტრი "მიჰაუსი"
გრაფიკი: სრული 05:30-დან 13:30-მდე (კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ნაწილობრივ ტრანსპორტირებას)
დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: 700 ლარი + დანამატი გამომუშავებით

მოთხოვნები:

** მზარეულად მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ/ევროპულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა;
** კომპანიაში არსებული შიდაგანაწესის ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს ასორტიმენტის კარგად შესწავლა (სენდვიჩები, სალათები და სხვა ტიპის მსუბუქი კერძები);
** მიღებული შეკვეთების დროული და ხარისხიანი მომზადება;
** მიზანპლასების მომზადება;
** ჰიგიენის მაღალი დონის უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** რთულ სიტუაციაში გამოსავლის სწრაფად პოვნის უნარი;
** ენერგიული;
** პოზიტიური;
** პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |