www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე მარკეტინგის დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს ტოიოტას დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმსა და სერვისში შემოსულ მომხმარებელთა დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** ცენტრში შემოსული მომხმარებლებისთვის ჩაისა და ყავის შეთავაზება;
** მომხმარებლების ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე აქციებისა და სიახლეების შესახებ;
** "ტოიოტა კომფორტის" პროექტის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** წინასწარი ჩაწერის სისტემის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა და რიგების მართვა;
** რეზერვაციასთან დაკავშირებული ზარების მიღება და მომხმარებლების ჩაწერა სერვისზე;
** მომხმარებლის ნებისმიერი სახის უკმაყოფილებაზე დროული რეაგირება და ადგილზე პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ზომების მიღება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევაში მონაწილეობის მიღება და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
** შოურუმისა და სერვისის ლაუნჯის სისუფთავესა და მოწესრიგებულობაზე მუდმივი ზრუნვა - სტენდებზე ინფორმაციის განახლება, ციფრული აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/1191 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |