www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: გაგუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

"გაგუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოების მონიტორინგი;
** დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების მართებულობის კონტროლი;
** სამედიცინო შემთხვევის მართვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) გათვალისწინებით;
** გამოვლენილი შენიშვნების და შემუშავებული რეკომენდაციების ელექტრონული აღრიცხვა და მონიტორინგი;
** კლინიკური შემთხვევების განხილვისთვის მასალის მომზადება;
** სადაო კლინიკური საკითხების განხილვა დეპარტამენტის უფროსთან ერთად.
** სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების პროექტებში აქტიური მონაწილეობა;
** ხარისხის ინდიკატორების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება (კლინიკურ დარგში)
** სტაციონარში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** დაკვირვებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gaguaclinic.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |