www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

"სს ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე ქუთაისში.

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჯავახიშვილის ქუჩა №83ა/85
სამუშო გრაფიკი: 8სთ სტანდარტული ან 24 სთ მორიგეობა;

სამუშო განყოფილებები:

** ანესთეზიის განყოფილება;
** რეანიმაციის განყოფილება;
** საოპერაციო განყოფილებაში მედდის დამხმარე.

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო დოკუმენტწარმოება;
** შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება.

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:

** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა III კურსიდან;
** პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი 3 წლიანი სტაჟის შემთხვევაში ექთნის პოზიციაზე, ან გადამზადების სერტიფიკატი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 01 ნოემბერი, 2021. დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/eqtani-qutaisshi/623

"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |