www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექიმი რადიოლოგი/ექოსკოპისტი
მომწოდებელი: ორსმედი
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

შპს "ორსმედი" სტაჟირებაზე იწვევს ახალდამთავრებულ სპეციალისტს რადიოლოგიის განხრით (ექოსკოპისტს).

პერიოდი: 1 თვე
მდებარეობა: გუდიაშვილის ქუჩა, თბილისი
კატეგორია: სამედიცინო
ქვეკატეგორია: რადიოლოგია (რადიოლოგის ასისტენტი)
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა
განათლება: ბაკალავრი

ძირითადი ფუნქციები:

** რადიოლოგის დახმარება ადმინისტრაციულ საკითხებსა და პაციენტის მიღების პროცედურაში
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესების მიხედვით
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია: უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მიზანდასახულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-მისამართზე: m.tsiklauri@orsmedi.ge 2021 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |