www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო მარკეტინგის სისტემების კოორდინატორი
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სს "თ&რ დისტრიბუშენ" წარმოადგენს მსხვილ სადისტრიბუციო ქსელს, რომელიც მრავალი წელია დამკვიდრებულია ბაზარზე და მუდმივად ვითარდება.

სს "თ&რ დისტრიბუშენ" ("ბრითიშ ამერიქენ თობაქო"-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო მარკეტინგის სისტემების კოორდინატორის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
დასვენების დღე: შაბათი-კვირა
სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქ., N2
ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო მარკეტინგის დაფარვის გეგმის შემუშავება
** სავაჭრო ობიექტის, ტერიტორიის და ქსელის პრიორიტიზირება
** ხარისხის, ვიზიტების სიხშირის, საკომუნიკაციო კლასტერების, სავაჭრო მარკეტინგის ფოკუსის და აქტივობების განსაზღვრა
** დაფარვის მარშრუტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** დაფარვის გეგმის ასახვა და რეგულარული განახლება სისტემურ უზრუნველყოფაში
** სისტემური რეპორტების მართვა, ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი, რეპორტების წარმოება და მიწოდება
** ყოველკვირეული რეპორტების წარმოება: დაფარვის გეგმა, ვიზიტების რაოდენობა, დისტრიბუცია, შეწონილი დისტრიბუცია, დეფიციტი, და აშ
** ციკლური რეპორტების წარმოება
** ბაზრის დინამიკის შესწავლა, ტრენდების და კონკურენტების აქტივობის ანალიზი, შესაბამისი რეპორტების მომზადება და ციკლური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა
** მარკეტინგული მასალების მოძრაობის კონტროლი, რეპორტების დამონტაჟების, მოხსნის, ჩანაცვლების შესახებ
** თვიური ინვენტარიზაციის რეპორტის მომზადება

საკვალიფიკაიცო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით
** FMCG სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წელი გამოცდილება მსგავს თანამდებობებზე.
** კომპიუტერული პროგრამების excel, Power BI, Powerpoint უმაღლეს დონეზე ცოდნა
** კომპიუტერულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** რეპორტინგის და სტატისტიკური მონაცემების დამუშავების გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კომპეტენტურ, მზარდ ანაზღაურებას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას, ტრენინგებს.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის აპლიკაცია/CV/რეზიუმე და სხვ., რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემს სს "თ&რ დისტრიბუშენის" მიერ შეგროვდება, დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ხელმძღვანელობით. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ პოტენციური დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს და გადასცეს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, როგორც დამსაქმებლის მმართველ სს "თ&რ დისტრიბუშენის" სამეთვალყურეო საბჭოს, შვილობილს თუ მესამე მხარეს, არსებული შრომითი ურთიერთობის ეფექტურად და მხარეთათვის ურთიერთ სასარგებლოდ განხორციელების მიზნით. კანდიდატი ასევე აცხადებს თანხმობას, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არ დადგომის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია კანდიდატის არ დასაქმების შემთხვევაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეინახოს და დაამუშაოს ინფორმაცია იმავე მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც მოხდა აღნიშნული მონაცემების მოპოვება. ასევე კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ სს "თ&რ დისტრიბუშენს" გადაეცეს მონაცემი ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისგან (მათ შორის, საჯარო, კერძო, ფიზიკური პირი და ა.შ.). დასაქმების კანდიდატი აცნობიერებს, რომ წინამდებარე თანხმობის გაცემით სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ იღებს რაიმე ვალდებულებას თანხმობის გამცემის მიმართ. მათ შორის, სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ არის ვალდებული გააფორმოს დასაქმების კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება. კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი უფლებამოსილია ა) მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ არსებულ მონაცემებზე; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე hr@trd.ge და დასახელებაში მიუთითეთ "სავაჭრო მარკეტინგის სისტემების კოორდინატორი".

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდები: http://trd.ge LinkedIn Facebook

სს "თ&რ დისტრიბუშენ" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |