www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფაბრიკა 1900
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

"ფაბრიკა 1900" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (კომპეტენცია-მოლაპარაკების შესაბამისად) + ბონუსი (ინდივიდუალური საბონუსე სისტემის შესაბამისად)

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება;
** კვება;

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
** შეკვეთების მიღება-დამუშავება, ტექნიკური დეტალების შეთანხმება;
** პროდუქციის ხარისხისა და მიწოდების ვადების კონტროლი;
** ახალი მომხმარებლების მოძიება/მოზიდვა, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე მის გარეთ;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება, კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად ანგარიშების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია, ეკონომიკის/ბიზნესის მიმართულებით;
** ვაკანტური პოზიციის შესაბამისი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში ექსპორტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
** ინგლისურ და რუსულ ენებზე თავისუფლად მეტყველებისა და წერის უნარები.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ორეტაპიანი გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;
** შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდი (1-დან 3 თვემდე);

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, 30 ოქტომბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 32 212 20 30 (შიდა ნომერი - 1015); გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |