www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

შპს ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული განათლება ბიზნესის ადმინისტრირების (ან სხვა რელევანტური სპეციალობის) კუთხით;
** მსგავს პოზიციაზე (მენეჯერი, ხელმძღვანელი) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** თანამედროვე სასაწყობო პროცესების სიღრმისეული ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** დაქვემდებარებული საწყობის თანამშრომელთა მუშაობის კოორდინირება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** საწყობის გამართული მუშაობის პროცესების დაცვა;
** მიღებულ და გაცემულ პროდუქციაზე პასუხისმგებლობა;
** საწყობის ნაშთების ინვენტარიზაცია;
** პროდუქციის მიღება/გაცემების მონიტორინგი;
** პროდუქციის მიღებასა და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის ცვლილებების ასახვა FINA-ში;
** პოზიციასთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ორგანიზებული;
** ლიდერული თვისებების მქონე;
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევები;
** მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 10:00-18:00 სთ
ხელფასი: 1000 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: hr@enmedic.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |