www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაბრუნების საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: მერკური
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

პრესის სადისტრიბუციო კომპანია "მერკური" აცხადებს ვაკანსიას დაბრუნების საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "მერკური", წარმოადგენს პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც 1995 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი პოლიგრაფიული ჟურნალ-გაზეთების გავრცელება-რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოვალეობები:

1. ობიექტებიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობში შეტანა, მითვლა, დახარისხება;
2. ობიექტების მიხედვით პროდუქციის დათვლა და ნაერთი უწყისის წარმოება;
3. ყოველკვირეული აღწერების გაკეთება;
4. ჟურნალ-გაზეთებისა და ჩანართიანი წიგნების ნაშთების დათვლა/დახარისხება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. excel, Ms. Word, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

1. სამუშაოს ანალიზის უნარი;
2. დროის მენეჯმენტის უნარი;
3. სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;

მუშაობთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან სამუშაოს დასრულებამდე.

საწყობში ასევე გვჭირდება თანამშრომელი, რომელიც იმუშავებს კვირაში ორი დღე, სამშაბათსა და ოთხშაბათს (09:30-18:00).

მოვალეობები:

** ობიექტებიდან დაბრუნებული ყუთების საწყობში შეტანა;
** ყუთებიდან პროდუქციის ამოღება, მითვლა, დასკანერება, დახარისხება;
** ხარვეზების დროული აღმოჩენა, აღმოფხვრა;

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გოთუას 3;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ ფოსტაზე: vacancy@mercuri.ge 2021 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დაბრუნების საწყობის თანამშრომელი". (წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება).

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |