www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

სამედიცინო ლაბორატორია "სინევო" აცხადებს ვაკანსიას მედდის პოზიციაზე რუსთავში.

ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:

** პაციენტებიდან სხვადასხვა ბიოლოგიური მასალის აღება;
** პაციენტებთან და ექიმებთან ურთიერთობის დამყარება ნებისმიერ ლაბორატორიულ საკითხთან დაკავშირებით;
** ლაბორატორიის კომპიუტერიზებულ სისტემაში მონაცემთა შეყვანა;
** ლაბორატორიის მიმღებში ფინანსური აქტივობებისა და მონაცემთა დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება;
** პაციენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ვაკუტაინერული სისტემით სისხლის აღების გამოცდილება;
** უპირატესობა ენიჭება კლინიკური ლაბორატორიის სფეროში გამოცდილების მქონეს;
** სასურველის რუსული ან ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** თანამშრომლებთან კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზატორული უნარ-ჩვევების მაღალი დონე.

სრული სამუშაო განაკვეთი

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ, რუსულ ან ქართულ ენაზე, არაუგვიანეს 2021 წლის 10 ნოემბრისა ელფოსტაზე: vacancy@synevo.ge და k.burnadze@synevo.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |