www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მედიგრუპი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

სამედიცინო კომპანია "მედიგრუპი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზანდუკელის 3

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სასურველია სამედიცინო განათლება
** სამედიცინო ან ფარმაცევტულ სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა და ანალიზი პოტენციური ექიმების მოძიების მიზნით
** ახალი სტრატეგიული გეგმების შემუშავება გაყიდვების გაზრდის მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით
** გაყიდვების გეგმის შესრულება დადგენილ ვადებში
** სამედიცინო წარმომადგენლებისთვის მიმართულების მიცემა, დახმარება
** ექიმებთან ვიზიტები წარმომადგენლებთან ერთად
** ყოველი კვირის ბოლოს, სამუშაო კვირის შემაჯამებელი ანგარიშგების მომზადება და მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის

დამატებითი მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პოზიტიურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: officemedigroup@gmail.com; გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |