www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 19 ოქტომბერი

შპს "ამბოლი" წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge | www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კომპიუტერული ტექნიკის და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** IT Support-ის ტელეფონზე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და ტელეფონზე ან პორტალზე დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემების მოგვარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან ამავე მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მნიშვნელოვანია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა (დაშლა-აწყობა, ტექნიკურ გამართვა);
** დაზიანებული ნაწილების იდენტიფიცირება;
** Microsoft Windows (Desktop) ინსტალაცია, კონფიგურირება, მონიტორინგი და ადმინისტრირება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქსელის მონტაჟი და ადმინისტრირება;
** სამომხმარებლო პროგრამების ზედაპირული ცოდნა და ინსტალაცია.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად სწავლის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2021 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - IT მხარდაჭერის სპეციალისტი.

კომპანია "ამბოლში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ამბოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |