www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომობილის ნაწილების სპეციალისტი
მომწოდებელი: Nordic
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

ვეძებთ ავტომობილის ნაწილების სპეციალისტს, რომელსაც ექნება ავტოდილერად მუშაობის გამოცდილება ნაწილების დეპარტამენტში ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა: Volkswagen, Renault, Peugeot, Mercedes, BMW, Ford, Toyota, Skoda, Audi, Fiat, Opel, Citroen, Hyundai, Kia, Dacia, Seat, Nissan, Volvo, Mini, Mazda, Jeep, Land Rover, Mitsubishi, Honda, Porsche, Lexus, Jaguar, Alfa Romeo.

"ნორდიკი" დინამიკური და ინოვაციური ინგლისური კომპანიაა, რომლის ოფისები განთავსებულია ლონდონსა და თბილისში. კომპანიის საქმიანობა წარიმართება ევროპისა აზიის სხვადასხვა ქვეყნებში. ავტო ინდუსტრიაში გვაქვს 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო ბოლო 4 წლის განმავლობაში ვმუშაობთ პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაზე.

ჩვენი ოფისი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, სადაც ნიჭიერი ქართველებით დაკომპლექტებული გუნდი მუშაობს. ახალი კადრებისგანაც ველით რომ იქნებიან შრომისმოყვარე და კარგი ადამიანები. ჩვენი სურვილია რომ თქვენ სამსახურში მოსვლა გიხაროდეთ და გუნდთან ერთად სამუშაო დღე სასიამოვნოდ გაატაროთ. ჩვენი თანამშრომლების ყოველდღიური ლანჩი კომპანიის მიერ ფინანსდება და ამ დროს ერთად, სასიამოვნოდ ატარებენ.

ჩვენი გუნდის შიდა საკომუნიკაციო ენა არის ინგლისური, ამიტომ ახალი კადრებისგანაც ვითხოვთ ენის ცოდნას, თუმცა, თუკი ინგლისურს საბაზისო დონეზე ფლობთ, არ ინერვიულოთ, რადგან ადვილად გააუმჯობესებთ ყოველდღიური პრაქტიკით.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გამოცდილება საავტომობილო ინდუსტრიაში, გლობალურ საავტომობილო ბრენდში.
** აუცილებელია გამოცდილება EPC -სთან (Electronic Part Catalogues - ავტო-ნაწილების ელექტრო კატალოგი).
** ავტომობილის კომპონენტების კარგი ცოდნა.
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
** დროის მენეჯმენტი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** პრიორიტეტების სწორი განსაზღვრის უნარი და მულტითასქინგი.
** დეტალებზე ზედმიწევნით ორიენტირებულობა.
** კარგი საკომუნიკაციო უნარები.
** წერითი და სასაუბრო ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზების შემუშავება, გამოცდა, შენარჩუნება და გაუმჯობესება.
** ჩვენი დეველოპერებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა ავტომობილების ნაწილების მიმართულებით.
** თქვენი იდეებისა და გამოცდილების რეგულარული გაზიარება ჩვენს მენეჯმენტთა გუნდთან, დიდ ბრიტანეთში.

ახლა არის უაღრესად ამაღელვებელი დრო რომ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს. წარმატებულ კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ ხანგრძლივი ვადით და გახდნენ ისეთი გუნდის წევრები, რომელიც ავტო ინდუსტრიაში რევოლუციურ პროექტზე მუშაობს.

თუ ხართ გამოცდილი, მოტივირებული და აქტიური, გსურთ გაგვიზიაროთ გამოცდილება ავტო ნაწილების მიმართულებით და გადაინაცვლოთ საავტომობილო პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში, დიდი სიამოვნებით გაგიცნობთ.

** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით.
** სამუშაო გრაფიკი: სრული (20 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და ყველა ოფიციალური ქართული უქმე დღე).

გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე: hr-georgia@nordiccar.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |