www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მწნეხელი-მევულკანიზატორე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტში მწნეხელი-მევულკანიზატორეს პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური ნაკეთობები
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით

სამუშაოს დახასიათება:

** უბრალო საწნეხი-ვულკანიზაციის სამუშაოს შესრულება;
** ნაკეთობის შეერთების ადგილის გაპოხვა და დაწნეხვა;
** რგოლების შეერთების ვულკანიზაცია;
** ბუდეების ფორმირების გაპოხვა საპოხით, წნეხის ფორმებში ცალკეული ბუდეებში რგოლების თანმიმდევრობით ჩაწყობა, წნეხის დაკეტვა;
** რგოლების ვულკანიზაციის პროცესის მეთვალყურეობა, ფორმიდან რგოლების გადმოღება;
** ნამზადის წნეხ-ფორმაში ჩაწყობა, მზა ნაწარმის ფორმირება და შემდგომ დამუშავებაზე გადაცემა.

უნდა იცოდეს:

** დაწნეხვა-ვულკანიზაციის პროცესის წარმართვის რაციონალური მეთოდები, ეტაპები, ზომები და ნომენკლატურა;
** ნაკეთობის დანიშნულება და მოწყობილობის შემადგენლობა.

სამუშაოს მაგალითები:

** ვენტილები, ნიპლები და შუასადებები-დაწნეხვა-ვულკანიზაცია;
** ხარშვის კამერის დეტალები, სამრეწველო ტექნიკის ნაკეთობები და ლაბორატორიული ნიმუშები-დაწნეხვა-ვულკანიზაცია;
** სპეც. მანქანის დეტალები და სამრეწველო ტექნიკა, მილისა, მანჟეტი, მუფტა-დაწნეხვა-ვულკანიზაცია;
** პოლისტიროლის საცობები, ლანჩის რეზინის ფირფიტები, ტექნიკური რეზინა-დაწნეხვა-ვულკანიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

*დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მწნეხელი - მევულკანიზატორე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |