www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მექანიკოსი, დაზიანებული კვანძების ხელოსანი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართველოში"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 60-ზე მეტი თანამშრომლით.

პოზიცია: მექანიკოსი, დაზიანებული კვანძების ხელოსანი
ადგილმდებარეობა: თბილისი

ვალდებულებები:

** სარემონტო სამუშოების ჩატარება ელექტრო და მექანიკურ მოწყობილობებზე;
** სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება წესის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება
** სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ სფეროში
** სარჩილავ მოწყობილობასთან მუშობის გამოცდილება
** მივესალმებით ელექტრონიკისა და მექანიკის სრულყოფილ ცოდნას
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული (ძალიან კარგად)

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა

საწყისი ანაზღაურება: 800 ლარი (ზრდის პერსპექტივით).

კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ:

** თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.);
** მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში;
** დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს;
** მუშაობას მეგობრულ კოლექტივში;
** ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის.

გასაუბრებაზე მოვიწვევთ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებს. ჩვენ ვიცავთ კონფიდენციალურობას.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართებზე: hr.ge@bs2.Lt და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |