www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის ინჟინერი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

სს "ქართული ლუდის კომპანია" ლუდსახარში "ზედაზენი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. საგურამო

ძირითადი მოვალეობები:

** დანადგარების ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა
** დანადგარების დოკუმენტაციისა და მომწოდებელი კომპანიების რეკომენდაციების მიხედვით გეგმიური მომსახურების გრაფიკების შედგენა ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების გათვალისწინებით
** ამ გრაფიკების მომსახურე პერსონალზე გაცნობა და მათი შესრულების მოთხოვნა
** დანადგარების დაზიანების შემთხვევაში მასზე საჭირო შემკეთებელი პერსონალის მიყვანა
** ახალი დანადგარების შეძენის დროს მომწოდებელთან იქონიოს კონტაქტი, რათა შემოტანილი დანადგარები აკმაყოფილებდნენ ჩვენს საწარმოო მოთხოვნებს და შეეძლოთ მუშაობა ჩვენს ენერგეტიკულ პირობებში.

მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი (საინჟინრო-ტექნიკური);
** შენობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო მახასიათებლების, საინჟინრო სისტემების დანიშნულებისა და მუშაობის რეჟიმების, მათი ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის წესების ცოდნა;
** საინჟინრო ქსელების - ელექტრომომარაგების, გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ცოდნა და ექსპლუატაციის გამოცდილება;
** ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების - ტრანსფორმატორების, ГРЩ, ჩილერების, კლიმ-ცენტრალების, ფანკოილების, სპლიტ-კონდიციონერების, საქვაბეების, სამაცივრო აღჭურვილობის, საჰაერო კომპრესორების, წყლის ტუმბოების და ა.შ. ცოდნა და ექსპლუატაციის გამოცდილება;
** სახტექზე დამხედველობის დაშვებები:
** თბოენერგოდანადგარები და თბოქსელები;
** წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭელი;
** სახანძრო-ტექნიკური მინიმუმის მოწმობა.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა აუცილებელია (MS Office), AutoCad პროფესიონალის დონეზე.
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე hr@geobeer.ge-ზე. მიუთითეთ პოზიციის დასახელება (სერვის ინჟინერი) წერილის სათაურად (subject line-ში). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2021 წლის 30 ოქტომბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |