www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ფილიალში შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: რუსთავი, მშვიდობის 80
განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელება;
** ზოგადი და სპეციფიკური რისკების შეფასება;
** ინსპექტირების ჩატარება დადგენილი პერიოდულობით სტანდარტული ჩეკ-ლისტების დახმარებით;
** შესავალი, პირველადი, განმეორებითი და რიგგარეშე ინსტრუქტაჟების ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური - რომელიმე საინჟინრო სპეციალობით) აუცილებელია შრომის უსაფრთხოების აკრედიტაციის მოწმობა;
** შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2021 წლის 29 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |