www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ბენეფიკა
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

საკონსულტაციო კომპანია ბენეფიკა 2015 წლიდან ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს და სახელმწიფო დაწესებულებებს, და ფოკუსირდება ექსკლუზიურ პროექტებზე ფინანსური და სტრატეგიული კონსულტაციების და CFO მხარდაჭერის განხრით.

ბენეფიკა სამუშაოდ იწვევს ახალგაზრდა, ენერგიულ და მიზანდასახულ ახალგაზრდას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს ტანსაცმლის მწარმოებელი საერთაშორისო ბრენდის ფინანსური მხარდაჭერის პროექტზე.

პოზიცია: უმცროსი ბუღალტერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციებისთვის (HMRC) ინფორმაციის პაკეტის მომზადება;
** ფინანსური რეპორტების მომზადება (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები);

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ეკონომიკური /ფინანსური განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში ან/და ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ერთწლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

უპირატესობად ჩაითვლება:

** Quickbooks, Xero მუშაობის გამოცდილება;
** ACCA კვალიფიკაციის I დონე;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@benefica.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |