www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფონდების მოძიების სპეციალისტი
მომწოდებელი: მრავალეროვანი საქართველო
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო", აცხადებს კონკურს ფონდების მოძიების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

ფონდების მოძიების სპეციალისტი ვალდებული იქნება განახორციელოს შემდეგი ხასიათის აქტივობები:

** შეიმუშაოს ფონდების მოძიების სტრატეგია რამდენიმე ძირითადი მიმართულებით:
- საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციები;
- დიპლომატიური მისიები რომლებიც აწარმოებენ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსებას;
საჯარო უწყებები, რომლებიც აწარმოებენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსებას.
** შეიმუშაოს დონორ ორგანიზაციათა პრიორიტეტებისა და დაფინანსების მექანიზმების მატრიცა ზემოთ აღწერილი მიმართულებების შესაბამისად;
** უზრუნველყოს სხვადასხვა საგრანტო კონკურსებისათვის ორგანიზაციის სახელით საგრანტო წინადადებების შემუშავება ქართულ და ინგლისურ ენებზე და დონორი ორგანიზაციებისადმი წარდგენა - როგორც ღია კარისათვის, ასევე კონკრეტული კონკურსებისთვის არსებულ და სხვა დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ურთიერთობა ორგანიზაციას ჯერ არ ჰქონია;
** გამგეობის წევრებთან ფართო კომუნიკაციის გაბმის საფუძველზე უზრუნველყოს მათი აქტიური ჩართულობა ფონდების მოძიების პროცესში, ისევე როგორც მათ ** გაუზიაროს შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
თვიური გასამრჯელო: 500 ევრო ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით)

მოთხოვნები:

გამოცდილება: საპროექტო განაცხადების შემუშავების სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;

ცოდნა და უნარები:

** სამოქალაქო საზოგადოებრივი, განსაკუთრებით კი უფლებადამცველი ორგანიზაციების ფუნქციონალური მანდატის სიღრმისეული ცოდნა;
** საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და საჯარო უწყებების პროგრამული პრიორიტეტების ცოდნა და მათთან ურთიერთობის გამოცდილება;
** დონორ ორგანიზაციათა პრიორიტეტებისა და დაფინანსების მექანიზმების მატრიცის შედგენის გამოცდილება;
** საგრანტო წინადადებების შედგენის ტექნიკისა და მეთოდიკის სრულფასოვნად ფლობა;
** საპროექტო, სტრატეგიული და ტაქტიკური ხასიათის ხედვებისა და წინადადებების წერილობითი გაფორმების ინსტრუმენტების ცოდნა;
** სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
** პრეზენტაციებისა და საქმიანი მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შემოქმედებითობა;
** პროცესსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს რომელსაც გააჩნია ბიზნეს გეგმის შემუშავების უნარები და გამოცდილება

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, ისევე როგორც ბოლო 3 წლის განმავლობაში შემუშავებული და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საპროექტო განაცხადების ჩამონათვალი (დონორისა და თანხის მითითებით), შემდეგ მისამართზე: vacancy.pmmg@gmail.com. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური თანამდებობის სახელწოდება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 11 ნოემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |