www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორი/დეკრეტის შემცვლელი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
თანდართული ფაილი: 29531_gpost_app_1297775.zip
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას თბილისის სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორის (დეკრეტის შემცვლელი) თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება;
** მომხმარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** ქართული ენის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
** MS პროგრამების ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.
** სხარტი აზროვნების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** ჯგუფური გასაუბრება;
** ტესტირება;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების ოპერატორი (რეზერვი).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30.10.2021.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |