www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ოფიცერი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ოქტომბერი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი" საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოდგენილია 22 ფილიალითა და სერვის ცენტრით, 8 დიდ ქალაქში. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რაც განპირობებულია ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და დასაქმებულთა განვითარების კომპლექსური სისტემით.

მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სვის კაპიტალი" სტაბილურ კომპანიად შეფასდა და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური კომპანიის (`B`; Outlook Stable) რეიტინგი მიენიჭა.

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ოფიცრის პოზიციაზე ბათუმის, გურჯაანის, გორისა და თბილისის ფილიალებში.

განცხადების სრული ჩამონათვალისა და ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს: https://swisscapital.ge/ge/jobs

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
** კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
** საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
** საკრედიტო პორტფელის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა უნარ-ჩვევები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** მოქალაქეთა მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 26.10.2021წ.-სა. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ იმ ვაკანსიის/პოზიციის დასახელება და ქალაქი, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |