www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი/დისტრიბუტორის დამხმარე
მომწოდებელი: ათენკ
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

ხორცპროდუქტების წარმოების კომპანია "ATENK" 1993 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს სომხეთის ბაზარზე, რომელიც წარმოდგენილია 150 სახეობის პროდუქტით. მისი მთავარი ამოცანაა აწარმოოს და მომხმარებელს შესთავაზოს მუდმივად ახალი, ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტი.

კომპანია "ATENK"-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/დისტრიბუტორის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან შეკვეთილი საქონლის-პროდუქციის, სავაჭრო ობიექტებისთვის მიწოდება;
** მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი;
** დისტრიბუტორის დახმარება.

უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** კომუნიკაბელური;
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება.
** რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე).
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B და C კატეგორია)

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00. ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე t.nonikashvili55@gmail.com და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. ფოტოსურათი აუცილებელია.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |