www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სარწყავი სისტემების სპეციალისტი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

აგრო კომპანია "ბარაქა", რომელიც ოპერირებს საქართველოში და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიოპრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, აცხადებს ვაკანსიას სარწყავი სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე.

ვეძებთ ახალ თანამშრომლებს სარწყავი სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე(1 ვაკანსია), რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

** შესაბამისი უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ჰიდრო-ინჟინერია) ან პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე სარწყავი სისტემების პროექტირებისა და მონტაჟის მიმართულებით;
** კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** აუცილებელია მოცემულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ფლობდეს ინგლისურ ენას;
** აუცილებელია სპეციფიკური პროგრამების ცოდნა (ავტოკადი ან სხვა);
** ავტომობილის მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

სარწყავი სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, ანაზღაურებას 1000-1800 ლარის ფარგლებში (NET) კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად და დამატებით საბონუსე სისტემას.

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და მივლინებები რეგიონებში (კომპანიის ხარჯზე)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე, 10-დან 18 საათამდე, შაბათი-კვირა დასვენების დღეებია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთCVფოტოსურათით, აუცილებლად ორივე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruiting@baraka.ge და info@baraka.ge, ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სარწყავი სისტემების სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |