www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საფინანსო სამსახურის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საფინანსო სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ინარჩუნებს წამყვან პოზიციას თეორიული და პრაქტიკული განათლების სფეროში და ამგვარად, თითოეულ სტუდენტს სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო პროგრამას.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსიძის #10;
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე;
** ანაზღაურება: 2500 ₾ (დარიცხული);

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოებისთვის ფინანსური დოკუმენტაციის დადგენილ ვადებში მომზადება;
** ზუსტი კალკულაცია და მონაცემთა დამუშავება, ბალანსის წარმოება, ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობა;
** ნაღდი და უნაღდო ფულადი ოპერაციების წარმოება;
** კონსოლიდირებული ბალანსის წარმოება;
** უნივერსიტეტის მიერ დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობის კონტროლი;
** თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან დროული და ზუსტი ანგარიშსწორება;
** უნივერსიტეტის და სკოლის/სკოლების ბიუჯეტის და მათში ცვლილებების პროექტის მომზადების მიზნით, საჭირო გათვლებისა და პროგნოზირების წარმოება;
** ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი ხარჯვითი ნაწილის გადახრების კონტროლის მიზნით და მიზეზების დეტალური შესწავლისთვის საჭირო ერთჯერადი და რეგულარული სამუშაოების ორგანიზება;
** ადმინისტრაციული ხარჯების მონიტორინგი;
** ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და ანგარიშგების მომზადება;
** სასწავლო პროცესის მართვის სისტემის ადმინისტრატორთან, სკოლებში სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში ინფორმაციის მართვაზე პასუხისმგებელ პირებთან მუშაობის კოორდინაცია და მონაცემების მუდმივი კონტროლი;
** სტუდენტთა სწავლის საფასურის და საფასურიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა-ანგარიში დარიცხვისა და საკასო მეთოდით;
** სტუდენტური დაფინანსებების სხვადასხვა წყაროებიდან (მათ შორის სასწავლო გრანტების) უნივერსიტეტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის კონტროლი და აღრიცხვა;
** ინვენტარიზაციისა და ამორტიზაციის ხარჯთაღრიცხვის მონიტორინგი;
** გაწეული მომსახურებისა და დარიცხული შემოსავლების გაანგარიშება ხელშეკრულების პირობებისა და სასწავლო პროცესის მართვის სისტემის მონაცემების მიხედვით;
** ანგარიშგება სამსახურის ხელმძღვანელთან;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა მსგავს სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საფინანსო სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა "info ბუღალტრის" ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საერთაშორისო ფინანსური და ბუღალტრული სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 24 იანვრამდე.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |