www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მცირე საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: ევროპის ფონდი
თანდართული ფაილი: 46008_epf_smallgrant_8120054.zip
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"ევროპის ფონდი" იწვევს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო) მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი მიზნად ისახავს მცირე გამოცდილების მქონე სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას, აქტუალური სათემო პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით.

განაცხადის წარდგენის პროცედურა:

განმცხადებლებმა "ევროპის ფონდში" სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 31 იანვრის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@epfound.ge (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: "EMC Small Grants Competition").

კონკრეტულად, განმცხადებელმა ფონდს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები (ნიმუშები ხელმისაწვდომია ფონდის ვებ-გვერდზე: https://epfound.ge/ge/grantmakingoverview/application-forms):

** პროექტის სრული განაცხადი (ორგანიზაციის ბლანკით ან შტამპით და დირექტორის ხელმოწერით დამოწმებული)
** შევსებული ლოგიკური მოდელის ფორმა
** დეტალური და პუნქტების მიხედვით გაწერილი ბიუჯეტი (Excel-ის ფორმატში);
** საჯარო რეესტრიდან ამონაწერი;
** პროექტის ყველა მონაწილის რეზუმეები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ "ევროპის ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტები გენდერულ მიდგომას და უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს უნდა ითვალისწინებდეს პროგრამის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში (იხილეთ "ევროპის ფონდის" გენდერული ანალიზისა და უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების კითხვარები: https://epfound.ge/static/file/202110281735-gender_mainstreaming_checklist_geo.pdf და https://epfound.ge/static/file/202110281828-minority-checklist-geo.pdf).

კონკურსში წარმოდგენილი პროექტები მხოლოდ განმცხადებელი ორგანიზაციის ნამუშევარს უნდა ასახავდეს. პლაგიატს შედეგად კონკურსიდან ორგანიზაციისა და პროექტის დაუყოვნებლივი დისკვალიფიკაცია მოჰყვება.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი იხილეთ თანდართულ ფაილში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |