www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Wordpress/Woocommerce დეველოპერი
მომწოდებელი: ბარბალეს მარანი
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 29 იანვარი

ღვინის კომპანია "ბარბალეს მარანი" ეძებს Wordpress/Woocommerce დეველოპერს დისტანციური სამუშაო რეჟიმით. "ბარბალეს მარანს" აქვს საკუთარი ვებგვერდი, რომელიც ასევე წარმოადგენს ონლაინმაღაზიას, რომლის მეშვეობითაც იყიდება ღვინო. ვიზიტორთა ტრაფიკი ამ ეტაპისთვის არ არის მაღალი ვებგვერდზე, შესაბამისად, სისტემატურ საფორთს არ საჭიროებს, თუმცა გარკვეული ტექნიკური პრობლემის არსებობის შემთხვევაში დროულად და ეფექტიანად არის საჭირო მათი აღმოფხვრა.

მთავარი მოვალეობები:

** ტექნიკური საფორთი, როცა რაიმე პრობლემა იჩენს თავს. პერმანენტულად ვებ გვერდის სპეციფიკიდან გამომდინარე საფორთს არ საჭიროებს, თუმცა დროდადრო საჭიროა დროულად და ხარისხიანად ხარვეზის გამოსწორება
** პერიოდულად, რადგან ეს ვებგვერდი ონლაინ შოპია, საჭირო იქნება გარკვეული პროდუქტების, სიახლეების, ფოტო-ვიდეო მასალის განთავსება, ასევე ფასებისა და აღწერილობების ცვლილება და ა.შ.
** თუკი რაიმე ტექნიკური პრობლემის პრევენცია იქნება შესაძლებელი, ისე გაიმართოს სისტემა, რომ წინასწარ ავირიდოთ თავიდან ბაგები

ტექნიკური და პროფესიული უნარები:

** WordPress პლატფორმის მაღალ დონზე ცოდნა
** WooCommerce ფლობა
** PHP პროგრამირების ენის საშუალო დონეზე ფლობა
** MySQL ბაზის დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სხარტი ონლაინ კომუნიკაციის უნარი
** დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღების უნარი

ანაზღაურება: საათობრივი (საქმის ხანგრძლივობიდან გამომდინარე)

გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე და საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 14.01.2022

საკონტაქტო ინფორმაცია:

599507775 - ელენე
elene@kordzadzelawoffice.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |