www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის კოორდინატორი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა ელექტრონული საფულე www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას კახეთის წარმომადგენლობის ქსელის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთი

პოზიციის მიზანი: ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური კოორდინაცია და სასაწყობე მარაგების მართვა.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური კოორდინაცია:
** ტექნიკოსებისთვის დავალების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი;
** მოიჯარეებთან და დილერებთან შესაბამისი კოორდინაცია;
** საჭიროების შემთხვევაში ტერმინალის ამოცვლა და გადაადგილება;
** სასაწყობე მარაგების მართვა და შესაბსამისი პროცედურული დოკუმენტბრუნვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური და მარაგების მართვის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 203 000.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |