www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი "ნობათის" გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და "ხინდას" ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, დ. თავდადებულის 29
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური აღრიცხვის წარმოება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ფუნქციების განაწილება, ეფექტური ლიდერობა და სამუშაოს მონიტორინგი;
** ERP სისტემაში სააღრიცხვო ოპერაციების შაბლონების აწყობა, მონიტორინგი და ცვლილებები ბიზნეს პროცესების შესაბამისად;
** იმპორტის ოპერაციების აღრიცხვის უშუალო მონიტორინგი;
** წარმოების ოპერაციების აღრიცხვის უშუალო მონიტორინგი;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების სისწორისა და სისრულის უზრუნველყოფა შესაბამისი პროცედურებით;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვის, სისწორისა და სისრულის უზრუნველყოფა შესაბამისი პროცედურებით;
** დებიტორებისა და კრედიტორების სისწორისა და სისრულის და მუდმივი რეკონსილაციის უზრუნველყოფა;
** საქართველოს კანონმდებლობისა და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, გადასახადების კალკულაცია და ოტიმიზაცია;
** ERP სისტემასთან დაკავშირებულ სისტემებთან მონაცემების ეფექტური რეკონსილაციის მეთოლოგიის შემუშავება და სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პარტნიორებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და პროექტების საგადასახადო კუთხით შეფასება და კონსულტაციის გაცემა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია წარმოების ოპერაციების მქონე კომპანიაში მთავარ ბუღალტრად მუშაობის 3 წლის გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (1C ის ცოდნა და მისი დანერგვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** MS Office-ის საშუალო დონეზე ცოდნა (მნიშვნელოვანია Excel-ის ცოდნა);

პიროვნული უნარები: დეტალებზე ორიენტირებული, გუნდის მართვისა და სამუშაოს დელეგირების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |