www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იურიდიული სამსახურის იურისტი
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

სადაზღვევო კომპანია "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის იურისტის პოზიციაზე.

დაქვემდებარება: იურიდიული სამსახურის უფროსი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ევ. მიქელაძის 1-ბ

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიისათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევა;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის ანალიზი და მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური სამართლებრივი კორესპონდენციის წარმოება;
** სამართლებრივი შემთხვევების განხილვა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
** საჭიროებისას, ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოში, არბიტრაჟში, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან (მათ შორის სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში), ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
** დაზღვეულ კლიენტებთან საჭიროებისას, სატელეფონო კავშირი, ვალდებულებების განულების ან გადახდის გადანაწილების მიზნით;
** სუბროგაცია/რეგრესთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

** უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** სამართლებრივი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** დაგეგმვა და ორგანიზება, წერითი და ვერბალური კომუნიკაცია, მართვისა და ხელმძღვანელობის უნარები, პრობლემის გადაჭრისა და სიღრმისეული ანალიზის უნარები.

პიროვნულობა:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** .გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |