www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამეურნეო საქმის მწარმოებელი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 30 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო საქმის მწარმოებელის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიათა ქსელში არსებული ტექნიკის გამართულ და უწყვეტ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა;
** სათადარიგო ნაწილების მარაგის კონტროლი და შეკვეთების დროულად განთავსება;
** ხარჯთაღრიცხვის მომზადება სარემონტო-შესაკეთებელ სამუშაოებთან დაკავშირებით;
** ტექნიკური განყოფილების თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმარება, კოორდინირება და კონტროლი;
** ობიექტებზე არსებულ სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებზე რეგულარული მონიტორინგის წარმოება;
** ტექნიკური განყოფილების ხარჯების ოპტიმიზაცია;
** არსებული ელექტრომოწყობილობების ტექნიკური მომსახურება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული ძაბვის ელექტრომომარაგების ქსელების სამონტაჟო, სარემონტო, საექსპლუატაციო სამუშაოების ჩატარება და ელ. დანადგარების ქსელში ჩართვის სამუშაოების ჩატარება;
** მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა;
** გენერატორების კონტროლი;
** ახალი ფილიალების ელ. ენერგიით მომარაგება, კაბელების გათვლა, სანათებისა და სამონტაჟო მასალების რაოდენობის დათვლა და მონტაჟი;
** ფილიალებში და სათაო ოფისში დაზიანებული ნათურების, სანათებისა და დროსელების შეცვლა.
** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო განათლება ჩაითვლება უპირატესობად)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამოვლენილ ხარვეზებზე დროულად რეაგირების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დამატებითი ბენეფიტები:

** ახალი ფილიალის გახსნის შემთხვევაში დამატებითი საბონუსე თანხა;
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილი და საწვავი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge და გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "სამეურნეო საქმის მწარმოებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |