www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წყლის საფილტრაციო სისტემების სპეციალისტი
მომწოდებელი: პრაგმა
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

Qebuli Business Group-ში შემავალი ორგანიზაციების მმართველი კომპანია Pragma აცხადებს ვაკანსიას წყლის საფილტრაციო სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია განიხილავს ტექნიკური განათლების მქონე დამწყები კანდიდატების მიღებასაც. საქმის სპეციფიკის შესწავლა და შემდგომი პროფესიული განვითარება მოხდება ადგილზე, მოქმედი სპეციალისტების ხელმძღვანელობით

ფუნქცია-მოვალეობები:

** წყლის ფილტრაციის პროცესების შესწავლა;
** ფილტრაციის ტექნოლოგიური სქემების შექმნა;
** საფილტრაციო სისტემების გათვლები;
** ფილტრაციის მუშა პროექტების შექმნა;
** დაპროექტებული სისტემების მონტაჟში და გაშვება-რეგულირებაში მონაწილეობა;
** პარტნიორი ბრენდების პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა და მათთან კომუნიკაციაში მონაწილეობა;
** კონსულტაციის გაწევა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მოგროვება, სისტემატიზაცია

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** AutoCAD, REVIT ცოდნა/შესწავლის სურვილი
** კომპიუტერის და საოფისე პროგრამების ცოდნა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მონაცემების სისტემატიზაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |